აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასი“ ერთიან სატელეფონო ნომერზე გადავიდა - 277 99 99.
ამ ნომრის მეშვეობით აბონენტს შეუძლია კომპანიის ნებისმიერ დანაყოფს დაუკავშირდეს - აკრიფოს შესაბამისი ღილაკი, კომპანიის თანამშრომლის შიდა ნომერი ან დაელოდოს ოპერატორს.
თელასის თანამშრომლის შიდა ნომერთან დასაკავშირებლად აბონენტმა უნდა აკრიფოს ღილაკი „1“და შემდეგ შიდა ნომერი.
თუ აბონენტს სურს მიიღოს ინფორმაცია დავალიანების, ელექტროენერგიის შეწყვეტის ან ახალ აბონენტად რეგისტრირების შესახებ ის უკავშირდება „თელასი“-ს საინფორმაციო სამსახურს. ამისთვის აბონენტმა უნდა აკრიფოს ღილაკი „2“.
თუ აბონენტს გააჩნია ინფორმაცია ელექტროენერგიის დატაცების ან „თელასი“-ს თანამშრომელთა მხრიდან რაიმე სახის დარღვევის შესახებ მას შეუძლია დარეკოს კომპანიის „ცხელ ხაზზე“ ღილაკი „3“აკრეფის მეშვეობით.
ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, აბონენტს შეუძლია დაელოდოს ოპერატორს, რომელიც მას კომპანიის სათაო ოფისის ან ბიზნეს ცენტრების შესაბამის სამსახურთან დააკავშირებს.