• Ge
  • En
  • Ru
ერთი ახალი მომხმარებელი

ერთი ახალი მომხმარებელი

ერთი ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება გულისხმობს იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილ პირობების შესაბამისად არ ხდება მისი ელექტროენერგიით მომარაგება.

იმისათვის, რომ გახდეთ სს „თელასი“-ს აბონენტი, აუცილებელია შეავსოთ თქვენთვის საჭირო განაცხადის ფორმა და დაურთოთ სავალდებულო დოკუმენტები. ამისათვის კი კომპანია გთავაზობთ რეგისტრაციის ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან აირჩიოთ თქვენთვის მისაღები და კომფორტული ვარიანტი:

  1. სს „თელასი“-ს ვებ-გვერდზე http://my.telasi.ge/ გაიარეთ რეგისტრაცია და მიყევით მოცემულ ინსტრუქციას;
  2. სს „თელასი“-ს ნებისმიერ ბიზნეს-ცენტრში ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან თქვენთვის საჭირო განაცხადის შევსებაში;
  3. სს „თელასი“-ს ვებ-გვერდიდან telasi.ge ჩამოტვირთეთ თქვენთვის საჭირო განაცხადის ფორმა და შევსებული განაცხადი გააგზავნეთ კომპანიაში სს „თელასი“-ს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: telasi@telasi.ge

სრულყოფილი მომსახურების მიღებისთვის სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. მომსახურების საფასურის არანაკლებ 50%-ისა და არაუმეტეს 100%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
  4. უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
  5. მინდობილი პირის შემთხვევაში მინდობილობის დამადასტურებელი საბუთი;
  6. სხვა დოკუმენტები საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული განაცხადის შესაბამისად.

ერთი ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურებს არეგულირებს სემეკის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილების მე-17 და მე-18 მუხლები, ხოლო ამ მიერთების განაცხადის ფორმაა: „გამანაწილებელ ქსელთან ერთი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 15 აპრილის N16/1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა:


გამანაწილებელ ქსელთან ერთი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ" განაცხადის ფორმა